საოცარია სამება,იმდენად საოცარი,რომ გგონია ცას სწვდება მისი დიდებულება. ზეციურია მისი გარეგნობა და ასე გგონია,როდესაც შიგნით ხარ თითქოს ტაძარი ზეცაშია გამოკიდული,ღმერთთან ახლოს,მსუბუქია,მადლით სავსეა. ენით აუღწრელი განცდები მეუფლება იქ ყოფნის დროს. ყველაფერი სასიამონვნოდ მნუსხავს,ხატთა სილამაზე და სისპეტაკე, მათი მზერა ადამიანებისკენ და ადამიანების მუდარაგამოხატული სახეები მათკენ მიმართული, თითქოს ღრუბლებსაც ხედავ გუმბათის თავზე და გგონია ანგელოზების გარმოცვაში ხარ. არ შეიძლება არ გაგეღვიძოს სინანულის გრძნობა აქ ყოფნის დროს,არ გინდა რომ წახვიდე,არ გინდა დამთავრდეს წირვა, გინდა რაც შეიძლება მეტჯერ ემთხვიო თითოეულ საოცრად ლამაზ ხატს. სულ მთლად დაგადუმებს მგალობელთა გუნდი, მათი გალობისას ცრემლი წამოგივა და გულში ისეთი სიყვარული ჩაგეღვრება,არასოდეს რომ არ განგიცდია ასეთი რამ. ეს სიყვარული შარბათივით ტკბილია და მთელს სხეულს ეფინება . წირვა სრული წესის დაცვით მიმდინარეობს. მამა დემეტრეს მკაფიო და სიმკაცრეგარეული სასწაულად სულშიჩამწვდომი ხმა ჟრუანტელს მგვრის მთელს ტანში და დიდხანს გრძელდება ასე. საოცრად მომწონს ეს ხმა და ადამიანიც. ირგვლივ მადლი ტრიალებს თან იმდენი,რომ გვერდს ვერ აუქცევ, რისი დასტურიც სინანულია და სხვა არაფერზე ფიქრი.
არ შემიძლია არ ვაღიარო როგორ მოველოდი წირვის დამთავრების შემდეგ უწმინდესის ნახვას, როგორ მოიმატა გულის ცემამ და რგორ მომიდუნდა ქვედა კიდურები ნერვიულობისგან მის მოლოდინში,რაც საკმაოდ შესამჩნევი იყო. გამობრძანდა საკურთხევლიდან მისი უწმინდესობა და გამოემართა ხალხისაკენ,რომელთაც მთელი ტაძრის სიგრძეზე კორიდორი გაეკეთებინათ და უწმინდესს სწორედ მათ შორის უნდა გაევლო. გაიარა ხალხში,ჩერდებოდა,ყველას ეფერებოდა,ყველა ხელს მისწვდა,არავინ დაუტოვებია გულდაწყვეტილი,რომლებიც ასე მოელოდნენ მასთან შეხებას,ყველას შეეხო მისი ფაფუკი და მკურნალი,მადლიანი ხელი,ყველა ბედნიერი გახდა უცებ,იმედი მიეცათ რომ უკეთესობისკენ შეიცვლება მათი ცხოვრება,უდიდესი მადლი გადმოვიდა მათზე. მათ შორის ვიდექი მე,ბედნიერი,განაბული,ეიფორიაშეპარული და მომღიმარი,მეც მერგო ეს ბედნიერება და ჩემს ხელსაც მოხვდა მისი ფაფუკი თითები,მთლიანად აიღო ჩემი ხელი და მოაქცია თავის ქათქათა ფუმფულა თითებში, საუცხოო შეგრძნება იყო,სიწმინდეს შევეხე და უბედნიერესი ვიყავი,უფალს მადლობას ვუხდიდი,რომ ასეთი წყალობა გაიღო ჩემთვის.
წამოვედი სრულიად მსუბუქი, ჰაერივით სუფთა მეგონა თავი. მომინდა ხვალაც კვირა ყოფილიყო,რომ დილით 9 საათზე ისევ აქ მოვსულიყავი,მომელოცა მთელი ტაძარი,ვმთხვეოდი ულამაზეს ხატებს,მომესმინა სიყვარულის მომგვრელი და მგალობლების სასიამოვნო ხმა და რაც მთავარია კიდევ ერთხელ შევხებოდი წმინდა,სპეტაკ ფუმფულა თითებს და ამით მიმეღო უდიდესი მადლი და გავხვეულიყავი მასში.
დატოვე კომენტარი